Skip to main content

Posts

Showing posts from August, 2022

ბიბლიური ლიტერატურის საზოგადოების სიმპოზიუმი ზალცბურგში (SBL 2022)

    1880 წელს აშშ-ში დაარსებული ბიბლიური ლიტერატურის საზოგადოება ( SBL) არის უძველესი და უდიდესი ორგანიზაცია, რომლის მიზანია ბიბლიური კვლევების ხელშეწყობა. სხვადასხვა ტიპის საქმიანობასთან ერთად, საზოგადოება მართავს ყოველწლიურ, საერთაშორისო და რეგიონალურ  სიმპოზიუმებს (https://www.sbl-site.org/). პირველად SBL -ის მიერ ორგანიზებულ სიმპოზიუმზე 2013 წელს მოვხვდი სენტ ენდრიუსის ცნობილ უნივერსიტეტში (შოტლანდია). მაშინ მაგისტრატურა ახალი დამთავრებული მქონდა და დიდი პასუხისმგებლობა იყო ასეთი მასშტაბის საერთაშორისო სიმპოზიუმზე მოხსენებით წარდგომა. დღესაც მახსოვს, როგორ ვღელავდით მე და ნათია მიროტაძე, ჯერ დამსწრე საზოგადოების გვეშინოდა და მერე (უფრო მეტად) ჩვენი ხელმძღვანელის – ანა ხარანაულის ვერდიქტის. მაშინ ქართული ბიბლიის შესახებ ჯერ კიდევ არ იყო ინტერესი საერთაშორისო საზოგადეობაში, ჯერაც პოპულარული იყო ქართული ბიბლიის მეორეული თარგმანის თეორია და ამიტომაც მას, როგორც სეპტუაგინტას თარგმანის თარგმანს ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ანა ხარანაულის ...