Skip to main content

Posts

Showing posts from October, 2022

საერთაშორისო სიმპოზიუმი – ბიბლია სიტყვებსა და სახეებში

  და აი, ეს დღეც დადგა... სიმპოზიუმი კორონამდელ ეპოქაში დაიგეგმა, 2019 წლის იანვარში, როდესაც ანა ხარანაული და მე ( ნათია მიროტაძე ) ჰუმბოლდტის სტიპენდიით გეტინგენში ვიმყოფებოდით. სამუშაო სივრცე ლაგარდის სახლში გამოგვიყვეს, რომელიც გეტინგენის სეპტუაგინტას საუკუნოვანი პროექტის სახლიც გახლდათ 2015 წლამდე და რომელიც ამჟამად ბერძნული ფსალმუნნის გამოცემისა და კოპტური ბიბლიის დიგიტალური გამოცემის პროექტებს მასპინძლობს.  სეპტუაგინტა და მისი ძველი თარგმანები, ქართული და კოპტური, საუბრები თარგმანებზე, დედნებზე, წყაროებზე, თარგმანის ტექნიკაზე, მეორე სჯულისა და ლევიტელთას ამოუცნობ ჩიტებზე... და იდეაც დაიბადა, რომ ეს ყველაფერი კულისებიდან სცენაზე გადასულიყო და სიმპოზიუმის სახე მისცემოდა. ფელიქს ალბრეხტი , სეპტუაგინტას ფსალმუნნის კრიტიკული გამოცემის პროექტის ხელმძღვანელი, და ფრანკ ფედერი , კოპტური ბიბლიის პროექტის ხელმძღვანელი, დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ იდეას და თბილისში ჩამოსვლის მზადყოფნაც გამოთქვეს. საქმეს რომ კარგი პირი უჩანდა, იქიდან გამოჩნდა, რომ ამ იდეის პარალელურად რუსთ...