Skip to main content

Posts

Showing posts from June, 2023

ზალცბურგი-ადმონტი-გრაცი

ხშირად გამიგონია, ახალგაზრდებს ხელშეწყობა არ აქვთო, გასაქანი არ აქვთო, დაფინანსება არ არისო, ესაო, ისაო. მე და ჩემს მეგობარ-კოლეგებს, რაც ჰუმანიტარულ სამეცნიერო სივრცეში ვიშვით, არც ასპარეზი მოგვკლებია და არც ხელშეწყობა. ყველამ თავისი თქვას, მე ჩემსას ვიტყვი... ამ სასწავლო წელს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი მივიღე სადოქტორო კვლევისთვის - „მცირე წინასწარმეტყველთა საკითხავები ლიტურგიკულ კრებულებში“ (სხვათა შორის, ეს ფონდიდან მიღებული უკვე მესამე სტიპენდიაა.), რამაც საშუალება მომცა კვლევითი მიზნით წავსულიყავი ავსტრიაში — ზალცბურგსა და გრაცში. ზალცბურგის პარის ლოდრონის სახელობის უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის კათედრა, ბიბლიური კვლევებისა და ეკლესიის ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კრისტინ დე ტროიერი თავის გუნდთან ერთად ჩვენი გუნდის გულითადი მასპინძელია. ნათია მიროტაძემ აქ გაიარა პოსტდოკი, ლალი ვაშაყმაძე, ერაზმუსის სტიპენდიის წყალობით, ერთი სემესტრით ჩამოვიდა, მაგრამ კიდევ ერთი სემესტრით დარჩა პროფესორ კრისტინის მოწადინებით. ხსენებულ ჯგუფს აქვს არაჩვეულებრივ...