გიოტინგენის პირველი საერთაშორისო კონფერენცია სეპტუაგინტას შესახებ: ბერძნული ფსალმუნნის Editio critica maior
დაბრუნება გიოტინგენში ვინც ჩვენს ბლოგებს თვალს ადევნებს, თსუ-ის ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრისა და გიოტინგენის სეპტუაგინტას ინსტიტუტის თანამშრომლობის ისტორია უკვე კარგად ეცოდინება. ვისაც ეს ქრონიკები ჯერ არ წაუკითხავს, შეგიძლიათ, გადახედოთ: გიოტინგენის ქრონიკები I , გიოტინგენის ქრონიკები II , გიოტინგენური ქრონიკები III . აქ კი მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ 2025 წლიდან ჩვენს ცენტრსა და გიოტინგენის სეპტუაგინტას ინსტიტუტს შორის ჰუმბოლდტის ინსტიტუციური თანამშრომლობის სამწლიანი გრანტის ფარგლებში აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს: 2025 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე ქართული ბიბლიის კვლევის ჯგუფის ცხრა წევრი გიოტინგენში ვიმყოფებოდით და მცირე წინასწარმეტყველთა ძველი ქართული თარგმანების ელექტრონული გამოცემის მომზადებაზე ვმუშაობდით. თუმცა, ჩვენი თანამშრომლობა ამით არ შემოიფარგლება. ამჟამად გიოტინგენში მიმდინარეობს ფსალმუნთა წიგნის ახალი პროექტი , რომელიც 2020 წელს დაიწყო და 2041(!) წელს უნდა დასრულდეს. ეს ოცდაერთწლიანი პროექტი მიზნად ისახავს ბერძნული ფსალმუნნის ტექსტი...