გიოტინგენური ქრონიკების პირველი ორი ნაწილიდან ( 1 , 2 ) უკვე მოგეხსენებათ, რომ სამი თვის განმავლობაში ქართული ბიბლიის კვლევის ჯგუფი სხვადასხვა შემადგენლობით ჰუმბოლდტის ფონდის ინსტიტუციური თანამშრომლობის გრანტის ფარგლებში გიოტინგენის სეპტუაგინტას ინსტიტუტში იმყოფებოდა სამუშაოდ. ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის ბოლომდე პერიოდის გიოტინგენში გატარება მე (ნათია მიროტაძეს), თამარ მაგრაქველიძესა და თინათინ ჯიქურაშვილს გვერგო. არც ფერთა სიუხვე მოჰკლებია გიოტინგენს, არც საშობაო ბაზრობა და გლუვაინის სურნელი... სათქმელ-მოსაგონარიც ბევრია, მაგრამ ახლა ის უნდა გითხრათ, თუ რა გვინდოდა ევროპაში, ოღონდ ყველაფერი სულ თავიდან უნდა დავიწყო და ორიოდ სიტყვით უნდა ვთქვა, რა არის სეპტუაგინტა და გიოტინგენის სეპტუაგინტას ინსტიტუტი. სეპტუაგინტა, ანუ ბიბლიის სამოცდაათის თარგმანი თუკი ბიბლიაზე მუშაობ, სულ ერთია რომელენოვან თარგმანზე, ან თუ ფილოლოგიის შესავალი გაგივლია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაშასადამე, სეპტუაგინტა შენი ყოველდღიურობის ნაწილია. თუ არც ერთ ზემოხსენებულ ...
„Septuaginta-Unternehmen“ – გეტინგენის „სეპტუაგინტა უნთერნემენი“ – ინსტიტუტი, სადაც გამოიცემა ძველი აღთქმის ბერძნული თარგმანი – ათწლეულების მანძილზე სანეტარო ადგილი იყო ყველასთვის, ვინც აქ სამუშაოდ ჩამოდიოდა: ეს იყო შენი, საკუთარი, მშობლიური სახლი. აქ დაგხვდებოდათ ყველაფერი, რაც ადამიანს სჭირდება: სამზარეულო, წიგნები და ადამიანები, ვინც გეიმედებოდნენ და გენატრებოდნენ – უდო ქვასტი და დეტლევ ფრენკელი. ათი წლის წინ, 2005 წელს, ავადმყოფობასთან ერთწლიანი ბრძოლის შემდეგ, უდო ქვასტი გარდაიცვალა. მთელი ამ წლის მანძილზე ის მღელვარებით ელოდა რუთის წიგნის კრიტიკული გამოცემის გამოსვლას – ის, ვის ხელშიც გაიარა სეპტუაგინტას ტომეულების გამოცემებმა, ვინც თავად იყო ამ გამოცემების საუკეთესო და ყველაზე გამოცდილი ექსპერტი, მოწაფის მღელვარებით ელოდა სამეცნიერო საზოგადოების რეაქციას საკუთარ წიგნზე; ამას მალევე უნდა მოჰყოლოდა ისუ ნავეც: მთელი კონცეფცია, ტექსტის ისტორია უკვე კარგად ჰქონდა წარმოდგენილი, მსაჯულთა წიგნების დაზვერვითი სამუშაოებიც უკვე ჩატარებული ჰქონდა... ყველაფერ ამას კი წინ დიდი სამზადისი ...